logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენი პრიორიტეტია - ვიმუშაოთ ყოველდღე, რომ ომი უფრო ხანმოკლე იყოს
- +

14 მაისი. 2022. 01:21

 

„ეს არის ჩვენი პრიორიტეტი - ვიმუშაოთ ყოველდღე, რომ ომი უფრო ხანმოკლე იყოს,“ - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მის მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

ზელენსკის თქმით, რუსეთის ჯარს ამ ომში იმდენი ჩამოგდებული თვითმფრინავი აქვს უკრაინული ძალების მიერ, რაც ათწლეულების მაძილზე მას არცერთ ომში ჰქონია.

 

,,დღეს ჩვენ შეგვიძლია გაცნობოთ მე-200 ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის შესახებ. რუსეთს, ათწლეულების განმავლობაში არც ერთ ომში ამდენი თვითმფრინავი არ დაუკარგავს. რუსეთმა თითქმის 27 000 ჯარისკაცი დაკარგა, მათ შორის ბევრი ახალგაზრდა წვევამდელი. რუსეთმა 3000-ზე მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა დაკარგა, დიდი რაოდენობით სამხედრო მანქანები, ვერტმფრენები, დრონები და დაკარგა მისი, როგორც სახელმწიფოს პერსპექტივა. ფაქტობრივად, დღეს ვერავინ იწინასწარმეტყველებს, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი მიწა სწრადად გავათავისუფლოთ. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი - ვიმუშაოთ ყოველდღე, რომ ომი უფრო ხანმოკლე იყოს", - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner