logo_geo
eng_logo
ზელენსკი: რუსეთმა თითქმის 27 ათასი ჯარისკაცი დაკარგა. რისთვის ეს ყველაფერი? დროებით ოკუპირებულ გენიჩესკში ლენინის ძეგლი რომ იდგეს ცოტა ხნით? სხვა შედეგი არ არის და არც იქნება
- +

14 მაისი. 2022. 10:42

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიჩნევს, რომ დღესდღეობით ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამის შესახებ მან მორიგი ვიდეომიმართვისას განაცხადა.

 

„დღეს შეგვიძლია, ვთქვათ მე-200 ჩამოგდებული რუსული სამხედრო თვითმფრინავის შესახებ. რუსეთს ათწლეულების განმავლობაში არ დაუკარგავს ამდენი თვითმფრინავი ერთ ომში. რუსეთმა თითქმის 27 ათასი ჯარისკაცი დაკარგა და ბევრი მათგანი ახალგაზრდა წვევამდელია. რუსეთმა დაკარგა 3 000-ზე მეტი ტანკი, ჯავშანტექნიკა, დიდი რაოდენობით სამხედრო მანქანა, ვერტმფრენები, დრონები და ყველა მისი სახელმწიფოებრივი პერსპექტივა. რისთვის ეს ყველაფერი? დროებით ოკუპირებულ გენიჩესკში ლენინის ძეგლი რომ იდგეს ცოტა ხნით? სხვა შედეგი რუსეთში არ არის და არც იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

მისივე თქმით, დღეს ფაქტობრივად ვერავინ იწინასწარმეტყველებს, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი, მაგრამ უკრაინა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საკუთარი ტერიტორია სწრაფად გაათავისუფლოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner