logo_geo
eng_logo
ირაკლი ბოლქვაძე: დადასტურდა, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა სწორედ დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა
- +

13 აგვისტო. 2016. 16:02


მოცურავე ირაკლი ბოლქვაძე, რომელმაც რიოს ოლიმპიურ თამაშებს დოპინგკონტროლის ვერგავლის გამო გამოეთიშა, სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. როგორც ირკვევა, მოცურავემ ტესტი მეორედ ჩაიტარა და აღმოჩნდა, რომ პირველი ტესტის შედეგი შეცდომა იყო.


„ძალიან კარგი ამბავი! აი, გასაჩივრებული ტესტის პასუხიც ჩამოვიდა, რომელიც, როგორც დარწმუნებული ვიყავი, უარყოფითი აღმოჩნდა. დადასტურდა, რომ ოლიმპიადაზე გამოსვლა სწორედ დაშვებული შეცდომის გამო ამეკრძალა. პირველი ტესტის უზუსტობის მიზეზს, გამოძიება დაადგენს.

 

ამ საკითხთან დაკავშირებით, დამატებით დეტალებს საზოგადოებას ვაცნობებ პრესკონფერენციაზე, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველას, ვისაც ჩემს სიმართლეში ეჭვი არ შეუტანია! მთავარი გამარჯვებები წინ არის!" - წერს ირაკლი ბოლქვაძე. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner