უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსულ აგრესიას უკვე 227 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა.
მათივე ინფორმაციით, დაშავებული ბავშვების რაოდენობა უკვე 420-ს აღემატება.
„14 მაისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 227 ბავშვი დაიღუპა, 420-ზე მეტი კი დაშავდა. ეს რიცხვები საბოლოო არაა. მიმდინარეობს სამუშაოები დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ სტატისტიკის დაზუსტების კუთხით“, - აღნიშნულია განცხადებაში.