logo_geo
eng_logo
უკრაინის გენპროკურატურის ცნობით, რუსულ აგრესიას უკვე 227 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა
- +

14 მაისი. 2022. 11:45

 

 

უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, რუსულ აგრესიას უკვე 227 უკრაინელი ბავშვი ემსხვერპლა.

 

მათივე ინფორმაციით, დაშავებული ბავშვების რაოდენობა უკვე 420-ს აღემატება.

 

„14 მაისის მონაცემებით, რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად უკრაინაში სულ 227 ბავშვი დაიღუპა, 420-ზე მეტი კი დაშავდა. ეს რიცხვები საბოლოო არაა. მიმდინარეობს სამუშაოები დროებით ოკუპირებულ და უკვე გათავისუფლებულ ტერიტორიებზე ამ სტატისტიკის დაზუსტების კუთხით“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner