logo_geo
eng_logo
უკრაინის ვიცე-პრემიერი: ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს „აზოვსტალიდან“ 60 ადამიანის ევაკუაციის შესახებ
- +

14 მაისი. 2022. 13:43

 

 

უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნიდან 60 ადამიანის ევაკუაციის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.

 

„იქ რამდენიმე ასეული დაჭრილია. პირველ რიგში, საჭიროა მათი ევაკუაცია, იმიტომ რომ ყველას ევაკუაციაზე რუსული მხარე არ თანხმდება. შესაბამისად, ჯერ მძიმედ დაჭრილები და მედიკოსები - 60 ადამიანი“, - აცხადებს ვერეშჩუკი.

 

რამდენიმე დღის წინ ვერეშჩუკი აცხადებდა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაციის თაობაზე რუსეთთან ურთულესი მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner