უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნიდან 60 ადამიანის ევაკუაციის შესახებ. ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა განაცხადა.
„იქ რამდენიმე ასეული დაჭრილია. პირველ რიგში, საჭიროა მათი ევაკუაცია, იმიტომ რომ ყველას ევაკუაციაზე რუსული მხარე არ თანხმდება. შესაბამისად, ჯერ მძიმედ დაჭრილები და მედიკოსები - 60 ადამიანი“, - აცხადებს ვერეშჩუკი.
რამდენიმე დღის წინ ვერეშჩუკი აცხადებდა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან მებრძოლების ევაკუაციის თაობაზე რუსეთთან ურთულესი მოლაპარაკებები თურქეთის შუამავლობით მიმდინარეობს.