logo_geo
eng_logo
ნინო წილოსანი: ქალთა ორგანიზაციის დაფუძნებით ჩვენ ვეუბნებით ყველას, რომ ქალების წარმატებას შევუწყობთ ხელს და გენდერული თანასწორობა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იქნება
- +

14 მაისი. 2022. 15:42

 

 

„ჩვენ ამ ორგანიზაციაში კარებს ვხსნით, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ერთგული, ძალიან მშრომელი, მხარდამჭერი ქალისთვის, ვინც იზიარებს იმ იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ატარებს“, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ნინო წილოსანმა „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ქალთა ორგანიზაციის დაფუძნება კიდევ ერთი დეკლარირებაა, რომ ქალთა როლის გაძლიერება პარტიის პრიორიტეტსა და სტრატეგიას წრმოადგენს.

 

„ჩვენ ამ ორგანიზაციაში კარებს ვხსნით, რა თქმა უნდა, ყველა ჩვენი ერთგული, ძალიან მშრომელი, მხარდამეჭრი ქალისთვის, ვინც იზიარებს იმ იდეოლოგიას, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი ატარებს. ამ ორგანიზაციის დაფუძნებით ჩვენ ვეუბნებით ყველას, რომ ჩვენს რიგებშივე გავაძლიერებთ ქალებს, მათ წარმატებას შევუწყობთ ხელს და გენდერული თანასწორობა ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილი იქნება.

 

ქალების პოლიტიკაში მონაწილეობა არ არის მხოლოდ რაოდენობა. ეს უნდა იყოს მათი ჩართულობა და შინაარსობრივი მონაწილეობა. რაოდენობა უნდა აისახოს სწორედ ამაში. წარმატებები ჩვენ და ჩვენი გაძლიერებითი წარმატებები ჩვენს ქვეყანას“, - განაცხადა წილოსანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner