„ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ ახალი სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს არის არესტოვიჩის პირველი სწორი შეფასება.
„ეს არის მგონი მისი პირველი სწორი შეფასება. ჩვენ ნამდვილად არ გამოვიყურებით ისე, რომ გავაჩაღოთ ახალი სისხლისმღვრელი ომი აფხაზებთან და ოსებთან. რა თქმა უნდა, ასე არ გამოვიყურებით და ეს არის მისი პირველი სწორი შეფასება.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ესკალაცია. ეს არის რა თქმა უნდა, ჩვენი სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებში და რა თქმა უნდა ამ ინტერესების მიხედვით ვიმოქმედებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ.