„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე ორგანიზაციის გამგეობა და საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეები დაამტკიცეს
-
+
14 მაისი. 2022. 15:44
„ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციაზე ორგანიზაციის გამგეობა და საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარეები დაამტკიცეს.
„ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, ქალთა ორგანიზაციის დამფუძნებელ კონფერენციას დასამტკიცებლად წარედგინა ორგანიზაციის გამგეობა შემდეგი შემადგენლობით:
- ნინო წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე;
- თეა წულუკიანი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი;
- მაკა ბოჭორიშვილი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე;
- მარიამ ქვრივიშვილი, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე;
- თეა ახვლედიანი, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში;
- მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე;
- ელისო ბოლქვაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე;
- რიმა ბერაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, პარტიის ჩუღურეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის თბილისის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ირმა ზავრადაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, „ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე, პარტიის დიდუბის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ეკა სეფაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- თამარ ტალიაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- ხატია წილოსანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
- მარიამ ლაშხი, საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- მაია მენაღარიშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ქეთევან დუმბაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი, კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ნინო იობაშვილი, საქართველოს პარლამენტის წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
- ბაია კვიციანი, საქართველოს პარლამენტის წევრი, პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი;
- ნინო ლაცაბიძე, ქალაქ რუსთავის მერი, ქალთა ორგანიზაციის ქვემო ქართლის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- თინათინ ხანჯალიაშვილი, თელავის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის კახეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- მაცაცო ნარიმანიძე, დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი, ქალთა ორგანიზაციის მცხეთა-მთიანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- თამარ მურალოვა, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ქალთა ორგანიზაციის შიდა ქართლის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ინა კაპანაძე, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის სამცხე-ჯავახეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- თინათინ ზოიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, ქალთა ორგანიზაციის აჭარის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ნათია გოლიაძე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ქალთა ორგანიზაციის გურიის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ნანა ხუფაცარია, ზუგდიდის საკრებულოს წევრი, ქალთა ორგანიზაციის სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- მარეხ ნიჟარაძე, ქუთაისის საკრებულოს წევრი და საკრებულოში „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ქალთა ორგანიზაციის იმერეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ქრისტინა კობახიძე, ქალთა ორგანიზაციის რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის საოლქო ორგანიზაციის თავმჯდომარე;
- ანივარდ მოსოანი, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი;
- ნიგარ ორუჯოვა, წარმომადგენელი აზერბაიჯანული თემიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში;
- ნაირა მარშანია, წარმომადგენელი აფხაზეთიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში;
- მაია ცოტნიაშვილი, წარმომადგენელი ცხინვალის რეგიონიდან ქალთა ორგანიზაციის გამგეობაში.