logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე გვარამიას განცხადებაზე: ოპოზიცია, ომის პარტია პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას, ეს არის მათი ბუნება
- +

14 მაისი. 2022. 15:45

 

 

„ოპოზიცია, ომის პარტია თავისი შინაარსით არის არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, არამედ პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას, ეს არის მათი ბუნება და ხასიათი“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობა 9 წლის განმავლობაში მაქსიმალურად შეასუსტეს და ტერიტორიების 20% რუსეთს ჩააბარეს.

 

„თქვენ ნახეთ, ორი კვირის განმავლობაში გვარამია თავს დაესხა ორ სხვადასხვა ელჩს. ამ შემთხვევაში, ეს იყო გერმანიის ელჩი, მანამდე სხვა ელჩზე ჰქონდა მას თავდასხმა. ეს აჩვენებს იმას, რომ ეს ოპოზიცია, ომის პარტია არის თავისი შინაარსით არა მხოლოდ ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკური ძალა, არამედ პირდაპირ უპირისპირდება იმ ღირებულებებს, რომელზეც ევროპა დგას. ეს არის მათი ბუნება, ხასიათი და მათი საქმეც ზუსტად ამას ეფუძნება. მათი საქმე იყო ის, რომ მაქსიმალურად შეასუსტეს საქართველოს სახელმწიფოებრიობა იმ 9 წლის განმავლობაში, ტერიტორიების 20% ჩააბარეს რუსეთს. აღარ გავიმეორებ ამ ყველაფერს, რაც გააკეთეს ამ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში. ეს არის უბრალოდ ამის გაგრძელება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გერმანიის ელჩი არის არა გერმანიის სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების” წარმომადგენელი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner