logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: იძულებულნი გავხდით საპარლამენტო არჩევნებში მივიღოთ მონაწილეობა
- +

13 აგვისტო. 2016. 16:49


ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის საინიციატივო ჯგუფის წევრი სანდრო ბრეგაძე ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნას სოციალურ ქსელში აანონსებს. როგორც სანდრო ბრეგაძე წერს, საინიციატივო ჯგუფი იძულებული გახდა არჩევნებში მოანწილეობა მიეღო.


„იმის გამო, რომ სამარცხვინო პრეზიდენტმა უარი უთხრა ნახევარ მილიონ ქართველს თავისი ნების აღსრულებაში, იმის გამო, რომ სხვა კანონიერი მექანიზმი არ არსებობს, რომ ავკრძალოთ ერთნაირ სქესიანთა ქორწინება, მივიღოთ ეროვნული კანონები, იძულებულნი გავხდით მონაწილეობა მივიღოთ საპარლამენტო არჩევნებში, რათა პარლამენტიდან შევძლოთ ქართული-ეროვნული იდეების გატარება და რეალიზაცია.

 

რეფერენდუმის საინციატივო ჯგუფის წევრთა ბაზაზე უახლოეს კვირას გამოცხადდება ახალი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც იბრძოლებს ჭეშმარიტი ეროვნული იდეებისათვის, სისრულეში მოიყვანს ქართველი ერის დაკვეთას. ჩვენი დევიზი იქნება - „ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნეს!" ჩვენთან არს ღმერთი!", - წერს სანდრო ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner