თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროდ, ბევრი შემთხვევაა, როდესაც „ნაცმოძრაობის“ წევრები შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. ასე გამოეხმაურა ის „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კრიტიკას გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის მისამართით.
„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას, თავდასხმებს. სამწუხაროდ, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო ასეთი, როდესაც არ ერიდებოდნენ და პირდაპირი ეთერის მეშვეობით შეურაცხმყოფელი სიტყვებით ამკობდნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, თუ მათ განსხვავებული პოზიცია ჰქონდათ, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“, - ამბობს კალაძე.
„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ გერმანიის ელჩი არის არა გერმანიის სახელმწიფოს, არამედ „ქართული ოცნების” წარმომადგენელი.