„სუ-25-ების გადაცემა, მოხალისეების გაგზავნა, ელჩის გაწვევა და ა.შ. - ეს ყველაფერი ომის პარტიის განზრახვის გაგრძელებაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნულით იგი ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი ქურასბედიანის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელმაც ხელისუფლებას უკრაინისთვის სუ-25-ის გადასცემისკენ მოუწოდა.
მისი თქმით, „ომის პარტიას“ საქართველოში ომი უნდა.
„ეს არის „ომის პარტია“ და ამ ყველაფრის გაგრძელება. „ომის პარტიას“ საქართველოში ომი უნდა - მარტივადაა საქმე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.