logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: სუ-25-ების გადაცემა, მოხალისეების გაგზავნა, ელჩის გაწვევა და ა.შ. - ეს ყველაფერი ომის პარტიის განზრახვის გაგრძელებაა
- +

14 მაისი. 2022. 15:58

 

 

„სუ-25-ების გადაცემა, მოხალისეების გაგზავნა, ელჩის გაწვევა და ა.შ. - ეს ყველაფერი ომის პარტიის განზრახვის გაგრძელებაა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

აღნიშნულით იგი ვიცე-პოლკოვნიკ ირაკლი ქურასბედიანის მოწოდებას გამოეხმაურა, რომელმაც ხელისუფლებას უკრაინისთვის სუ-25-ის გადასცემისკენ მოუწოდა.

 

მისი თქმით, „ომის პარტიას“ საქართველოში ომი უნდა.

 

„ეს არის „ომის პარტია“ და ამ ყველაფრის გაგრძელება. „ომის პარტიას“ საქართველოში ომი უნდა - მარტივადაა საქმე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner