logo_geo
eng_logo
ფინეთის პრეზიდენტმა პუტინს NATO-ს წევრობაზე განაცხადის შეტანის განზრახვის შესახებ პირადად შეატყობინა
- +

14 მაისი. 2022. 17:31

 

 

ფინეთის პრეზიდენტი რუს კოლეგას ტელეფონით ესაუბრა და შეატყობინა, რომ მისი ქვეყანა უახლოესი რამდენიმე დღის განმავლობაში NATO-ში გასაწევრიანებლად განაცხადს შეიტანს. ინფორმაციას საული ნიინისტეს პრესსამსახური ავრცელებს.

 

საუბრის დროს, ფინეთის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში რუსეთის ქმედებებმა ფინეთის შეშფოთება გაზარდა საკუთარ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რის გამოც NATO-ში გაწევრიანების პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღეს.

 

თავის მხრივ, როგორც კრემლში აცხადებენ, პუტინმა აღნიშნა, რომ ფინეთის უსაფრთოებას არაფერი ემუქრება და ტრადიციულ სამხედრო ნეიტრალიტეტზე უარის თქმა შეცდომა იქნებოდა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანება შესაძლოა ორმრივ ურთიერთობებზე უარყოფითად აისახოს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner