ზესტაფონში, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის რეზიდენციასთან წინამძღვრის წინააღმდეგ აქცია გაიმართა.
მრევლის ნაწილი მღვდელმთავარ მელქისედეკს უპირისპირდება. ადგილზე შეკრებილებმა განაცხადეს, რომ ეპარქიის წინამძღვართან კითხვები აქვთ. აქციის მონაწილეებმა მეუფის რეზიდენციის კარის აჭედვა სცადეს, თუმცა სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს.
მრევლის ნაწილი ითხოვს, მეუფე მელქისედეკმა ეპარქია დატოვოს. მსგავსი მოთხოვნებით აქცია მათ უკვე რამდენჯერმე გამართეს.
ამასთან, მეუფე მელქისედეკმა „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ აღნიშნული ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული შეტევაა.
„მათ სურთ სკანდალი, თორემ გუშინ ჩემთან შესახვედრად დავიბარე და უარი განაცხადეს. მათ არ სურთ საუბარი, უნდათ არეულობა და შანტაჟი“, - განაცხადა მღვდელმთავარმა.