ბერლინში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა იწყება. დღეს ნატოს წევრი ქვეყნების დიპლომატები ფინეთისა და შვედეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
ეს ნატოში პირველი შეხვედრაა მას შემდეგ, რაც ფინეთის პრემიერ-მინისტრმა და პრეზიდენტმა თქვეს, რომ ქვეყანას ნატოში გაწევრიანება სურს.
„ფინეთის პრეზიდენტმა დაურეკეა რუსეთის პრეზიდენტს, შეატყობინდა რა პროცესი მიდის და რომ ვაპირებთ განაცხადის გაკეთებას. რუსეთი ჩვენი მეზობელია, რომელთანაც გვაკავშირების 1300-კილომეტრიანი საზღვარი. საზღვარზე იყო მშვიდობა და გვინდა მშვიდობიანი საზღვარი შევინარჩუნოთ. ჩვენ არ ვიღებთ არავისგან ნებართვას. დიდი იმედი მაქვს, რო წარმატებით შევძლებთ პროცესის წარმართვას“, - განაცხადა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეკკა ჰაავისტომ.
გარდა ამისა, დიპლომატებმა უკრაინისთვის დახმარების გაზრდაზეც უნდა იმსჯელონ. ომში რუსეთის დამარცხება ნატოს მთავარი ამოცანაა.