logo_geo
eng_logo
პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა
- +

14 მაისი. 2022. 20:42

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს ფარგლებში, სხვადასხვა დარგობრივი მიმართულებებით სამუშაო შეხვედრები გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

უწყების ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელებთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები და ღონისძიებები განიხილა.

 

„ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანას აქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა და ტურიზმის აღდგენის თითქმის 70%-იანი მაჩვენებელი 2019 წლის შემდგომ, თუმცა საჭიროა კიდევ უფრო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა აღნიშნული შედეგები თითოეული მოქალაქისთვის ხელშესახები გახდეს. ყურადღება დაეთმო ბაზარზე საწვავის ფასებს.

 

პრემიერ-მინისტრს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ ბაზრის შესწავლის შუალედური ანგარიში და სააგენტოს რეკომენდაციები წარუდგინა, აღნიშნულის თაობაზე კონკურენციის სააგენტომ პრემიერის ინიციატივით იმუშავა. ამასთან, საუბარი შეეხო მიმდინარე ენერგეტიკულ პროექტებს, მათ შორის დიდი, საშუალო და მცირე ჰესების მშენებლობის მნიშვნელობას ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობის განვითარების მიმართულებით.

 

აღინიშნა, რომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს. მათ შორის ყურადღება გამახვილდა მზის, ქარის, ჰიდროელექტროსადგურების და თბოელექტროსადგურების პროექტებზე. აგრეთვე, საუბარი შეეხო ტურიზმის მზარდ დინამიკასა და სამომავლო პერსპექტივებს, ყურადღება დაეთმო კურორტების განვითარების გეგმას. შეხვედრები მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და მას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად კონკრეტული უწყებების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner