logo_geo
eng_logo
ფონდმა „ქართუმ“ საქართველოზე ინგლისელ მონარქთა უცნობი ჩანაწერების კვლევის პროექტი დააფინანსა
- +

13 აგვისტო. 2016. 16:51


ფონდმა „ქართუმ" ინგლისელ მონარქთა საქართველოზე უცნობი, ისტორიული დოკუმენტების თარგმნისა და კვლევის პროექტი დააფინანსა, პროექტის შედეგად უახლოეს მომავალში 16-18 საუკუნეების დღემდე უცნობი ასობით ევროპული დოკუმენტი სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვა. ინფორმაციას „აიპრესი" ავრცელებს.


ხელოვნების სასახლის დირექტორის, გიორგი კალანდიას თქმით, ირლანდიის ეროვნულმა ბიბლიოთეკამ საქართველოს ხელოვნების სასახლეს თექვსმეტი უნიკალური დოკუმენტი გადასცა. ინგლისის ორ ცნობილ მონარქთან ჰენრი მერვესთან (1491-1547) და ელისაბედ პირველთან (1533-1603) საქმიანი წერილების ის ნაწილია, რომელიც საქართველოს შეეხება.


„როგორც ჩანს, ზემოხსენებული მეფეები საქართველოში მიმდინარე საქმეებით განსაკუთრებით ინტერესდებოდნენ, ამიტომ კონსტანტინოპოლში მივლენილი ინგლისელი ელჩები მონარქებს საგანგებო კორესპონდენციებს უგზავნიდნენ და დეტალურად აღუწერდნენ ქართლ-კახეთსა და სამეგრელოში მიმდინარე მოვლენებს.

 

ყველა დოკუმენტი ხელნაწერია და ისინი ქართული საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი იყო, წერილების ნაწილი ლათინურად, ნაწილი კი ინგლისურადაა შესრულებული.

 

პროექტი, რომელიც საქართველოს შესახებ უცნობი ინგლისური და ირლანდიური დოკუმენტების ბეჭდური ასლების ხელოვნების სასახლეში ჩამოტანას ისახავს მიზნად, ირლანდიაში საქართველოს ელჩის გიორგი ზურაბიშვილის და საელჩოს თანამშრომლის ნათია კალანდიას მხარდაჭერით მიმდინარეობს", - განუცხადა კალანდიამ „აიპრესს". 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner