logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი არესტოვიჩის განცხადებაზე: ბოლო ხანებში ასეთი ტიპის თამამ, უპასუხისმგებლო განცხადებებს მიეჩვია
- +

14 მაისი. 2022. 21:20

 

 

“მორიგი უპასუხისმგებლო განცხადება მოვისმინეთ უკრაინის ერთ-ერთი ჩინოსნის მხრიდან, რომელიც ამ ბოლო ხანებში მიეჩვია ასეთი ტიპის თამამ, უპასუხისმგებლო განცხადებებს,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას.

 

მისი თქმით, ქვეყანა, რომელიც საომარ მდგომარეობაში იმყოფება და მისთვის მთავარი გამოწვევა უნდა იყოს ომი, დღე არ გავა, საქართველო დღის წესრიგში არ იყოს.

 

„უცნაურია, ქვეყანა, რომელიც იმყოფება საომარ მდგომარეობაში და მისთვის მთავარი გამოწვევა უნდა იყოს ომი, დღე არ გავა რომ საქართველო დღის წესრიგში არ იყოს. საქართველომ, ქართველმა ხალხმა სისხლი უკვე დაღვარა, არავის სჯერა, რომ ომით და კონფლიქტით შესაძლებელია ხალხთა შორის შერიგება. ერთადერთი გზა, რითაც მოხდება ჩვენი ტერიტორიების დაბრუნება ეს არის მშვიდობიანი, მდგრადი განვითარება და საერთაშორისო ასპარეზზე ყველა პლატფორმის გამოყენება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner