“ჩვენ გვაქვს ძალიან რეალური მოლოდინი, რომ ახლო მომავალში ქვეყანა მიიღებს კანდიდატის სტატუსს. კითხვარი გადაგზავნილია. რაც შეეხება განათლებისა და მეცნიერების ნაწილს, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ძალიან კარგი საფუძველი გვაქვს ბოლო წლებში ჩაყრილი, რომ ამ კუთხით ჩვენი სისტემები დაუახლოვდეს ევროკავშირის სისტემას, “- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.
„საქართველოში კურსდამთავრებული ადამიანების დიპლომი სრულად იქნება აღიარებული ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში, რაც იძლევა საშუალებას ერთის მხრივ, სწავლის გაგრძელების და მეორეს მხრივ, ლეგიტიმურად სრულფასოვანი დასაქმების და რაც შეეხება მეცნიერებისთვის, ფართო საგრანტო შესაძლებლობებს უკვე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან“, - განაცხადა ამილახვარმა.