logo_geo
eng_logo
გიორგი ამილახვარი: 2020 წლის საპარლამენტო არჩვენების მეორე დღიდან ოპოზიცია ყოველ გაზაფხულსა და შემოდგომაზე ვადამდელ არჩევნებს აანონსებს - არჩევნები კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში, 2024 წელს გაიმართება
- +

14 მაისი. 2022. 22:18

 

 

“არც პოლიტიკური დაკვეთა, არც საზოგადოებრივი მოთხოვნა და მითუმეტეს, არც სამართლებრივი საფუძვლები, რომ რაიმე ფორმით ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები იყოს არ არის, ის გაიმართება კონსტიტუციით განსაზღვრულ ვადაში, რომელიც არის 2024 წელი,” - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ამილახვარმა „ქრონიკაში განაცხადა.

 

მისი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე დღიდან ოპოზიცია ყოველ გაზაფხულზე და შემოდგომაზე ვადამდელ არჩევნებს აანონსებს.

 

ეს ყველაფერი საბავშვო ბაღის თამაშებს ემსგავსება, „ნაციონალურ მოძრაობაშიც“ ვერ ჩამოყალიბდნენ - ერთი ჯგუფი დღე და ღამ ცდილობს, როგორმე, კანონის გვერდით ავლით მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოიყვანოს, ამ დროს მეორე ჯგუფი მოგვევლინა, რომლებიც არჩევნებისთვის იწყებენ მზადებას. თუ ისინი გულისხმობენ 2024 წლის არჩევნებს, მათთვისვე უკეთესი - ეს არის ყველაზე სწორი, რომ დღესვე დაიწყონ ამისთვის მზადება“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner