დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლიდან დიდი ხნის განმალობაში პირველად, 500-ზე მეტი ავტომობილი გავიდა. როგორც BBC წერს, ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა განაცხადა.
მისი თქმით, მოსახლეობა ქალაქიდან გასვლას 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ელოდებოდნენ. ისინი ზაპოროჟიეში გადავიდნენ.
ამავდროულად, მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა სევეროდონეცკიდანაც. ინფორმაციას ლუგანსკის სამარეო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი ადასტურებს.