logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია - არგუმენტების დეფიციტი უნდა დავუწუნოთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოსგან დღეს ომის დაწყებას მოითხოვს
- +

15 მაისი. 2022. 00:34

 

 

“საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უცვლელია, არგუმენტების დეფიციტი უნდა დავუწუნოთ იმ ადამიანებს, ვინც საქართველოსგან დღეს ომის დაწყებას მოითხოვს,” - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ „პირველის არხის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, მსოფლიოში არსებობს რაღაც ძალები, რომლებიც ფიქრობენ, რომ დღეს, უმჯობესია, საქართველოს ჰყავდეს ხელისუფლება, რომელიც საქართველოს ინტერესებზე მაღლა რაღაც გლობალურ იდეალებს დააყენებს და საქართველოს ჩართვას იმ ომში, რომელიც საქართველოს არც ერთ შემთხვევაში არ სჭირდება.

 

„ისინი არიან ვალდებული, ახსნან, რა ლოგიკით ექაჩებიან ჩვენს ქვეყანას ამ უმძიმეს ავანტიურაში. პირდაპირ ვიტყვი, რა თქმა უნდა, ალბათ, მსოფლიოში საკმაოდ მძლავრად არიან პოლიტიკური ძალები, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ კი, შეიძლება, რაღაც დიდი იდეალების გულისთვის საქართველომ შეასრულოს ასე ვთქვათ, პაიკის გაწირვის ფუნქცია. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი და უბრალოდ, აბსოლუტურად გამორიცხული საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება არ გამოიყურება ისე, რომ ახლა ცხინვალში შესვლა შეეძლოთ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner