logo_geo
eng_logo
სირიის ქალაქ ალეპოში ქლორინის გაზის გამოყენებით თავდასხმა მოხდა
- +

13 აგვისტო. 2016. 17:11


გაერო, სირიის ქალაქ ალეპოში მეამბოხეთა მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე ტოქსიკური გაზით თავდასხმაზე  გამოძიებას აწარმოებს.


ამბოხებულების განცხადებით, თავდასხმა, რომლის შდეგადაც, ოთხი ადამიანი დაიღუპა და მრავალი დაშავდა, სამთავრობო ძალების მიერ ქლორინის გაზის გამოყენებით განხორციელდა.


სირიაში გაერო-ს სპეციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ქლორინის გაზის გამოყენებით თავდასხმის დადასტურების შემთხვევაში ეს ფაქტი "სამხედრო დანაშაულად" შეფასდება.


BBC-ის მიერ მოპოვებული კადრები ასახავს ადამიანებს, რომლებსაც საავადმყოფოში სუნთქვის პრობლემებზე მკურნალობენ. კადრებში ნაჩვენები არიან კაცები, ქალები და ბავშვები ჟანგბადის ნიღბებში.


საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ჯგუფის მოხალისე მუშები, რომლებიც ოპოზიციის მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე მოქმედებენ, ვარაუდობენ, რომ გამოყენებული გაზი ქლორინია, რომელიც კასრის ბომბებში იყო მოთავსებული.



მამაკაცმა, რომელიც საავადმყოფოში მკურნალობს, განაცხადა, რომ იგი ქალაქში, ზებდიეს რაიონში იმყოფებოდა, როდესაც ორი ჭურვი მასთან და მის მეგობრებთან ახლოს ჩამოვარდა.


რამდენიმე წუთის შემდეგ გაზის სუნმა დაიწყო გავრცელება... ვიგრძენი თვალების წვა და სუნთქვის გართულება. სუნი ძალიან ძლიერი იყო," - განაცხადა მან.


საავადმყოფოს ექიმის განცხადებით, მათ უამრავი დაზარალებული მიიღეს, "ყველა ასაკის", მათ შორის ბავშვები და მოხუცები.



ბრძოლები ალეპოში მას შემდგ გამწვავდა, რაც ამბოხებულებმა მთავრობის მთავარი მარშრუტი ქალაქის დასავლეთით ჩაკეტეს.


ორშაბათს გაერო-მ განაცხადა, რომ უამრავი მოქალაქე დაიღუპა და დაშავდა ალეპოში ბოლო კვირების განმავლობაში, და რომ საავადმყოფოები და კლინიკები კვლავ სამიზნედ რჩება.


სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებმა ორ მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის და წყლის გარეშე დატოვა.


რუსული თვითმფრინავები ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ რაქას უტევდნენ, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს დასაყრდენს. შედეგად ქალაქის წყალმომარაგება შეწყდა. ინფორმაციას ანტი-ისლამური დაჯგუფებაც ადასტურებს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner