მარიუპოლის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა, რომ ოკუპანტებმა გუშინ {14 მაისს} მარიუპოლში პირველად გამოიყენეს ცეცხლგამჩენი ბომბები.
„გუშინ ოკუპანტებმა მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ ცეცხლგამჩენი ან ფოსფორიანი ბომბები პირველად გამოიყენეს (დასკვნას სპეციალისტებს ვუტოვებთ). თავად ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ გამოყენებული იყო 9M22C ცეცხლგამძლე ჭურვები, რომელთა წვის ტემპერატურა დაახლოებით 2-2,5 ათასი გრადუსია. ასეთ ტემპერატურაზე ხანძრის ჩაქრობა თითქმის შეუძლებელია.
ჯოჯოხეთი ჩამოვიდა დედამიწაზე. „აზოვსტალში“. გასაოცარია, როგორ იქცევიან ჩვენი დამცველები.
ჩვენ ყველას მათი ვალი გვაქვს“, - წერს ანდრიუშჩენკო.