logo_geo
eng_logo
მედია: ფინეთი NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს
- +

15 მაისი. 2022. 11:53

 

 

ფინეთის მთავრობა, სავარაუდოდ, NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილებას დღეს ოფიციალურად გამოაცხადებს. ეს იმ ფონზე, როდესაც შვედეთის მმართველი პარტია გადამწყვეტ შეხვედრას მართავს, რომელსაც შეუძლია ფინეთისა და შვედეთის ერთობლივი წევრობის განაცხადს გზა გაუხსნას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს-პრესი“ იუწყება.

 

მედიის ცნობით, ჩრდილო ევროპული ქვეყნების NATO-ში გაწევრიანების განაცხადი გააუქმებს შვედეთის ორსაუკუნოვან ნეიტრალიტეტსა და ფინეთის სამხედრო მიუმხრომლობის პოლიტიკას, რომელიც 75 წელზე მეტს ითვლის.

 

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ფინეთის პრეზიდენტთან საულ ნიისტოსთან სატელეფონო საუბრისას განცხადა, რომ NATO-ში გაწევრიანების გეგმები „უარყოფითად იმოქმედებს რუსეთ-ფინეთის ურთიერთობებზე“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner