ბათუმში ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენა „ექსპო ბათუმი“ (Expo Batumi) გაიმართა.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, გამოფენაში 80-მდე ქართული და უცხოური კომპანია მონაწილეობს. ვიზიტორებს საშუალება ჰქონდათ, რეგიონის სამთო და საზღვაო ტურისტული პროდუქტების შესახებ ინფორმაცია მიეღოთ.
EXPO BATUMI 2022-ის ორგანიზატორია საგამოფენო კომპანია Geonet Expo.