logo_geo
eng_logo
ინდოეთში მოყვანილი ხორბალი ქვეყნიდან აღარ გავა
- +

15 მაისი. 2022. 13:11

 

 

ინდოეთმა ხორბლის ექსპორტი აკრძალა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.

 

„მიუხედავად იმისა, რომ ინდოეთი მსოფლიოში ხორბლის წამყვანი ექსპორტიორი არ არის, შესაძლოა, ამ აკრძალვამ გლობალური ფასები ახალ პიკამდე ასწიოს“, - წერს Al Jazeera. იქვე, ჟურნალისტი აღნიშნავს, რომ აკრძალვა განსაკუთრებით აზიისა და აფრიკის ღარიბ ფენას დააზარალებს.

 

დიდი შვიდეულის წევრი ქვეყნების სოფლის მეურნეობის მინისტრებმა ინდოეთის მთავრობის გადაწყვეტილება დაგმეს.

 

„თუ ყველა დაიწყებს ექსპორტზე შეზღუდვების დაწესებას ან ბაზრების დახურვას, ეს კრიზისს გააუარესებს. მოვუწოდებთ ინდოეთს, აიღოს თავისი წილი პასუხისმგებლობა, როგორც დიდი ოცეულის წევრმა ქვეყანამ“, - აცხადებენ გერმანიის სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner