logo_geo
eng_logo
ანალენა ბაერბოკი: გერმანიამ ყველაფერი მოამზადა სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის, თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ს გაწევრიანების განაცხადით მიმართავენ
- +

15 მაისი. 2022. 14:26

 

 

„გერმანიამ ყველაფერი მოამზადა სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის, თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ს გაწევრიანების განაცხადით მიმართავენ“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა დღეს განაცხადა.

 

„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ, არ უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, ნაცრისფერი ზონა, სადაც მათი სტატუსი გაურკვეველია“, - აღნიშნა გერმანიის პირველმა დიპლომატმა.

 

ბაერბოკის თქმით, NATO ყოველთვის იყო თავდაცვის ალიანსი და ის მუდამ ასე დარჩება.

 

„თუ შვედეთისა და ფინეთის პარლამენტები და საზოგადოებები გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, მათი ინტეგრაცია ალიანსში გაგვხდის კიდევ უფრო ძლიერებს თავდაცვის თვალსაზრისით, მაგრამ ასევე ჩვენი ღირებულებებით, როგორც დემოკრატიული პარტნიორები“, - აღნიშნა გერმანიის პირველმა დიპლომატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner