„გერმანიამ ყველაფერი მოამზადა სწრაფი რატიფიკაციის პროცესისთვის, თუ შვედეთი და ფინეთი NATO-ს გაწევრიანების განაცხადით მიმართავენ“, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბაერბოკმა დღეს განაცხადა.
„ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მათ უსაფრთხოების გარანტიებს მივცემთ, არ უნდა იყოს გარდამავალი პერიოდი, ნაცრისფერი ზონა, სადაც მათი სტატუსი გაურკვეველია“, - აღნიშნა გერმანიის პირველმა დიპლომატმა.
ბაერბოკის თქმით, NATO ყოველთვის იყო თავდაცვის ალიანსი და ის მუდამ ასე დარჩება.
„თუ შვედეთისა და ფინეთის პარლამენტები და საზოგადოებები გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, მათი ინტეგრაცია ალიანსში გაგვხდის კიდევ უფრო ძლიერებს თავდაცვის თვალსაზრისით, მაგრამ ასევე ჩვენი ღირებულებებით, როგორც დემოკრატიული პარტნიორები“, - აღნიშნა გერმანიის პირველმა დიპლომატმა.