logo_geo
eng_logo
ფინეთმა NATO-ში გაწევრიანების განაცხადის გაკეთებაზე გადაწყვეტილება ოფიციალურად გამოაცხადა
- +

15 მაისი. 2022. 15:13

 

 

ფინეთი NATO-ში გაწევრიანების განაცხადს ოფიციალურად გააკეთებს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სანა მარინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ეს არის ისტორიული დღე. ახალი ერა დაიწყო“, – აღნიშნა ნიინისტომ პრესკონფერენციაზე.

 

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ფინეთის პარლამენტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, წევრობის ოფიციალური განაცხადი წარედგინება NATO-ს შტაბ-ბინას ბრიუსელში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner