ფინეთი NATO-ში გაწევრიანების განაცხადს ოფიციალურად გააკეთებს, – ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სანა მარინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ეს არის ისტორიული დღე. ახალი ერა დაიწყო“, – აღნიშნა ნიინისტომ პრესკონფერენციაზე.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, ფინეთის პარლამენტი, სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში დაამტკიცებს გადაწყვეტილებას. ამის შემდეგ, სავარაუდოდ, მომავალ კვირას, წევრობის ოფიციალური განაცხადი წარედგინება NATO-ს შტაბ-ბინას ბრიუსელში.