logo_geo
eng_logo
ლევან თაქთაქიშვილი: საიდან მოვიტანეთ ეს წესი, რომ სამი ჟურნალისტი ეკითხება რესპონდენტს?
- +

15 მაისი. 2022. 16:06

 

 

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორი ლევან თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

„აბა ეხლა სოფელს დამსგავსებულ თბილისზე:

 

ბიჭოს, დილას იღვიძებ და რთავ ტელევიზორს. თითქმის ყველა არხზე ეს მარაზმი შემოგვიჩნდა: სამი ჟურნალისტი დაისვამს ერთ რესპონდენტს და მიდის მასთან კითხვები. ისაო, ესაო... კაი, მარა დღეს დავიანგარიშე წამზომით. გადაცემის 43 პროცენტი იყო ამ სამი ჟურნალისტის საუბარი, რეკლამა 30 პროცენტი, მთავარი რესპონდენტი კი... არცერთი პასუხი ბოლომდე არ ათქმევინეს.

 

არხს არ ვუთითებ. პატივს ვცემ ყველა ტელევიზიას, მაგრამ მეგობრებო! ვსვამ კითხვას: საიდან მოვიტანეთ ეს წესი, რომ სამი ჟურნალისტი ეკითხება რესპონდენტს? კაი, ეკითხები, მაგრამ დააცადე რა, არ აცლი, თან ერთმანეთს ელაპარაკებით, ღლიცინებთ. დედაქალაქის ტელევიზია ხართ, ხი, ხი, ხი, ხა, ხა, ხა!

 

ისიც არ დაგავიწყდეთ, რომ ამ თქვენს გადაცემას მაყურებელი უყურებს, რომელსაც ინფორმაცია აინტერესებს და არა თქვენი დამოკიდებულება ამ რესპონდენტთან. დაუსვით ისეთი კითხვა, რომელიც პასუხს ითხოვს და არ შეიცავს. გესმით?

 

დასვით კითხვა ისე, რომ მე, რომელიც ამ დროს სამსახურში წასვლისათვის ვემზადები, ყურადღებას მომაპყრობინებს.

 

ჩართვები გააკეთეთ სხვადასხვა ადგილიდან, ამ სამს ფუნქციები გაუნაწილეთ. გადაცემა ნახვადი უნდა იყოს, ეს ტელევიზიაა და არა რადიო. მოსმენა ინფორმაციისა არის საინტერესო და არა სიცილ-ხარხარის. ჩვენც ხალხი ვართ.

 

ესეც იცოდეთ, რომ ჟურნალისტი თვითონაც უხერხულადაა, როცა კოლეგა ერთვება მის დასმულ კითხვაზე პასუხის გაცემის პროცესში.

 

კიდევ ერთი: რაღაც ასე მეჩვენება, რომ საერთაშორისო  ამბების განხილვა აღარ ხდება. მარტო უკრაინა, რუსეთი. რეგიონების ამბები. რეიტინგულ ტელევიზიებს უნდა ჰქონდეს ამბიცია, საზღვარგარეთიდან რეპორტაჟები აწარმოონ, როგორც ერთ დროს „რუსთავი 2“ აკეთებდა. სახელმწიფო ვართ. მის დედაქალაქში არსებული რეიტინგული ტელევიზია უნდა ფიქრობდეს მაღალ სიმაღლეებზე.

 

და კიდევ... ფრთხილად მოეპყარით რესპონდენტის ნათქვამს და ნუ დაუსვამთ ასეთ როყიო კითხვებს:

  1. ბალმონტმა რუსული საიდან იცოდა?
  2. ორგანიზმში აზოტის შემცველობის გაზრდა პაერში არსებული აზოტის გაზრდისას ხდება?
  3. მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინეთის დედაქალაქი პეკინი არ იყო?

 

ასევე იცოდეთ, რომ 1800 წლის შემდეგი წლები 1901 წლამდე მეცხრამეტე საუკუნეა და არა მეთვრამეტე. თვით 1800 წელი კი მეთვრამეტე საუკუნის უკანასკნელი წელია.

„სასომხეთი“ არასწორია. სწორია „სომხეთი“

რომ არასწორია თქმა „განვმეორდები“.

სწორია: გავიმეორებ!

 

ჩვენ ვერ განვმეორდებით. ამ განმეორებას ჩვენი მშობლების იმ ურთიერთობის განმეორებაც ვერ მოახდენს, რაც ჩვენი ჩასახვისას მოხდა. დაიცავით ქართული ენა და თქვენი პრესტიჟი, ჩემო საყვარელო მეგობრებო. არ მიწყინოთ, ამ სოფელ „თბილისის“ მცხოვრები რველელი ლევან თაქთაქიშვილი!“ - წერს ლევან თაქთაქიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner