„უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი და უახლოეს მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს და საკითხავია, როგორი იქნება გერმანიის როლი ამ პროცესში“, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ ბერლინში ვიზიტის დასრულებამდე გააკეთა.
მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ვიზიტის დროს გაიმართა ძალიან კონსტრუქციული დისკუსია გერმანიის ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
„მე მათ ძალიან მარტივი რამ ვუთხარი. შეხედეთ: ეს მაინც მოხდება. ეს გარდაუვალია. აუცილებლად, უკრაინა ადრე თუ გვიან მიიღებს კანდიდატის სტატუსს და გვინდა, რომ ეს მოხდეს დროულად - ივნისში ევროკავშირის სამიტზე“, - განმარტა კულებამ.
მისი თქმით, ახლა გერმანიას აქვს შანსი, მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილება და თავიდან აიცილოს პოლიტიკური შეცდომა.
„გერმანიის ელიტების წინაშე არჩევანი ძალიან მარტივია: ან წარმართონ ეს პროცესი და ჩაწერონ მათი სახელები ევროპის ისტორიაში, ან ეს მაინც მოხდება, მაგრამ მათი ხელმძღვანელობის გარეშე“, - განაცხადა მინისტრმა.