logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: თუ შვედეთი და ფინეთი გადაწყვეტენ NATO-ში გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა
- +

15 მაისი. 2022. 17:54

 

 

ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრებს საკუთარი პოზიციის შესახებ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.

 

ამის შესახებ დღეს ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც კორონავირუსის გამო, ბერლინში გამართულ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტში დისტანციურად მონაწილეობდა.

 

მისი თქმით, თუკი ეს ქვეყნები გადაწყვეტენ გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა და აჩვენებდა, რომ NATO-ს კარი ღიაა.

 

სტოლტენბერგის თქმით, ვლადიმირ პუტინს სურს, რომ უკრაინა დამარცხდეს, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა კი გაიყოს, მაგრამ ისინი ერთიანი არიან და უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს ამ ომში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner