ფინეთმა და შვედეთმა NATO-ს წევრებს საკუთარი პოზიციის შესახებ ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდეს.
ამის შესახებ დღეს ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც კორონავირუსის გამო, ბერლინში გამართულ NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ სამიტში დისტანციურად მონაწილეობდა.
მისი თქმით, თუკი ეს ქვეყნები გადაწყვეტენ გაწევრიანებას, ეს იქნება ისტორიული მოვლენა და აჩვენებდა, რომ NATO-ს კარი ღიაა.
სტოლტენბერგის თქმით, ვლადიმირ პუტინს სურს, რომ უკრაინა დამარცხდეს, ევროპა და ჩრდილოეთ ამერიკა კი გაიყოს, მაგრამ ისინი ერთიანი არიან და უკრაინას შეუძლია გაიმარჯვოს ამ ომში.