„პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო სასტიკი და არაპროვოცირებული ომი, ფიქრობდა, რომ გაანადგურებდა უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და დაყოფდა NATO-ს. ამის ნაცვლად, მან გაძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, NATO კი უფრო ძლიერია, ვიდრე არასდროს“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.
მისივე თქმით, იმედი აქვს, სენატი სწრაფად დაამტკიცებს უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის დახმარებას, რაც იქნება დადასტურება, რომ უკრაინის მიმართ დახმარება შეუფერხებლად ხორციელდება.
„NATO-ს 30 მოკავშირე სრულად ერთგული და ჩართულია დემოკრატიული, დამოუკიდებელი უკრაინის მხარდაჭერაში. მსოფლიომ ნახა უკრაინელების ძლიერი გამძლეობა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ჩანდა ერთობა NATO-ს გულში. პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო ეს სასტიკი და არაპროვოცირებული ომი, ფიქრობდა, რომ გაანადგურებდა უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და დაყოფდა NATO-ს. ამის ნაცვლად, მან გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, NATO კი უფრო ძლიერია, ვიდრე არასდროს.
უკრაინის მხარდაჭერით, ჩვენ ასევე ვიცავთ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის პრინციპებს, რაც არის გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების საფუძველი. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სენატი სწრაფად დაამტკიცებს უკრაინისთვის გამოყოფილი 40 მილიარდი დოლარის დახმარებას, რაც იქნება დადასტურება, რომ ჩვენი დახმარება უკრაინის მიმართ შეუფერხებლად მიმდინარეობს“, – განაცხადა ბერლინში მყოფმა ენტონი ბლინკენმა.
ბლინკენმა ასევე ისაუბრა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებასთან შეხვედრაზე.
„შევხვდი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ კულებას და დავუდასტურე ჩვენი უცვლელი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. NATO-ს ერთიანი პასუხი, რაც დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, გაგრძელდება“, – აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.