logo_geo
eng_logo
თურქეთმა ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებაზე თანხმობის პირობები დაასახელა
- +

15 მაისი. 2022. 20:45

 

 

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, შვედეთმა და ფინეთმა საკუთარ ქვეყნებში ტერორისტული დაჯგუფების დაფინანსება უნდა შეწყვიტონ, უსაფრთხოების გარანტიები უნდა წარმოადგინონ და გააუქმონ თურქეთიდან ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვები. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

 

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი განცხადება მევლუთ ჩავუშოღლუმ ბერლინში, ნატოს მინისტერიალის შემდეგ განცხადა. ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ ეს საკითხები თავის შვედ და ფინელ კოლეგებთან უკვე განიხილა და დააზუსტა, რომ თურქეთის აღშფოთებას შვედეთის მიერ ქურთისტანის მუშათა პარტიის სამხედრო დაჯგუფება იწვევს, რომელსაც შვედეთი უჭერს მხარს, თურქეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები კი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებენ.

 

„უსაფრთხოების გარანტიები გვჭირდება. უნდა შეწყვიტონ ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერა. ეს არც მუქარაა და არც მოლაპარაკებები, სადაც საკუთარი ინტერესებისთვის ვიბრძვით. ეს არც პოპულიზმია. საუბარია იმაზე, რომ ალიანსის პოტენციური წევრები ტერორიზმს უჭერენ მხარს“, - განაცხადა ჩავუშოღლუმ.

 

თურქეთის პრეზიდენტმა პარასკევს განაცხადა, რომ მხარს ვერ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას, რადგან „ამ ქვეყნებში ბევრი ტერორისტული ორგანიზაცია“. მოგვიანებით მისმა პრესსპიკერმა განმარტა, რომ თურქეთს ალიანსის გაფართოებაზე საბოლოო უარი არ უთქვამს.

 

გერმანიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართა. მინისტრებმა უკრაინისთვის მხარდაჭერასა და მადრიდის სამიტზე მისაღებ კონცეფციაზე იმსჯელეს. მინისტერიალის პირველ დღეს დიპლომატები შეხვდნენ კოლეგებს ფინეთიდან და შვედეთიდან. ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატოს წევრობაზე განაცხადს წარადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner