logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე სააკაშვილზე: ციხეში არავინ შემოდის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და არც არავინ გადის
- +

15 მაისი. 2022. 21:00

 

 

ჩვენ კანონმდებლობა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას არ იძლევა. თუ ადამიანი საჭიროებს საზღვარგარეთ გაყვანას სამკურნალოდ ან სხა მიზნებით, ის არ უნდა იყოს მსჯავრდებული პატიმარი, - ამის შესახებ რატი ბრეგაძემ „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში, მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

 

იუსტიციის მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ სურვილის შემთხვევაში ქვეყნის მესამე პრეზიდენტს საქართველოში სრულფასოვანი მკურნალობისთვის ყველა სერვისი მიეწოდება, თუმცა სააკაშვილი მკურნალობის ნაწილზე უარს აცხადებს და სწორედ რისკების თავიდან აცილების მიზნით გადაიყვანეს სამოქალაქო კლინიკაში.

 

„ციხეში არავინ შემოდის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე და არც არავინ გადის. მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, რომელიც იხდის სასჯელს საქართველოში, პენიტენციურ დაწესებულებაში და არც კანონმდებლობა და არც პრაქტიკა მსჯავრდებული პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის შესაძლებლობას არ იცნობს“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით, მას „ვივამედში“ გადაყვანას შესთავაზებენ. სააკაშილი შეთავაზებას დათანხმდა. სააკაშვილი „ვივამედში“ 12 მაისს გადაიყვანეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner