logo_geo
eng_logo
მედეა შაფათავა: ნუნუკას ვერ შეეხება თქვენი ბანძი "რეპორტაჟი"!
- +

15 მაისი. 2022. 21:12

 

 

თსუ-ს ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, ბიძინა ივანიშვილის ყოფილი თანაშემწე და  Opinion.ge-ს დამფუძნებელი მედეა შაფათავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

“დავინტერესდი ტვ პირველის რეპორტაჟით პრემიერის მეუღლესთან დაკავშირებით და მხოლოდ რამდენიმე აქცენტს დავსვამ:

 

  1. შეგახსენებთ, ეს ის ნუნუკა თამაზაშვილია, რომლის მამა ქართული ოცნების ლამის დაფუძნების დღიდან დააპატიმრეს და რა არ დააბრალეს. მაშინ ნუნუკა სიმშვიდეს და სიჩუმეს ინარჩუნებდა. ირაკლიმ აიღო მთლიანი დარტყმა თავის მხრებზე.

 

  1. ეს ის ნუნუკა თამაზაშვილია, რომლის მამას შემდგომ თავად ქართულმა ოცნებამ რა არ დააბრალა და ირაკლის უმაღლესი თანამდებობა დააკარგვინა. რა თქმა უნდა, ისინი, ვინც ეს ინტრიგა შეკერეს, დღეს სამწუხაროდ თქვენისთანა არხებს რეპორტაჟებს უკვეთავენ ისევ ამ წყვილის დისკრიმინაციისთვის, რაც ვერ გამოგდით, თუმცა ის ნიღბიანი ჯგუფი კვლავაც აქტიურია სამთავრობო უმაღლეს თანამდებობებზე (არაერთხელ მითქვამს), double სამწუხაროდ.

 

  1. ეს ის ნუნუკაა, რომელიც პირველი დღიდან მეუღლეს გვერდში უდგას და უზრდის 4 შვილს. სადაც საჭიროა, ჩნდება, სადაც არა - უკაცრავად, თქვენი გადასაწყვეტი თემა არაა ნამდვილად.

 

რა მაინტერესებს: რატომ და რა მიზეზით უნდა გამოჩნდეს ადამიანი, რომელმაც დუმილი და ღირსება შეინარჩუნა უმძიმეს წუთებში, ამ ყველაფრის შემდეგ უკრაინის ომთან დაკავშირებით? მას აბსოლუტურად არანაირი ვალდებულება არ აქვს და არც არის სასურველი ამ

სიტუაციაში, რაიმე სახის კომენტარი გააკეთოს. ეს მხოლოდ პოპულისტური ნაბიჯი იქნებოდა, რაც ნამდვილად მას არ სჭირდება და არ დაამშვენებდა. იქცევა აბსოლუტურად კორექტულად.

 

ასევე ჯობია, თქვენი საამაყო სანდრას, იასკოს, სოფოს და კიდევ არ ვიცი ვის პოზიციას მიხედეთ, რაღაც ვერ ვიხსნებ მათ "გულჩვილობას" და ქველმოქმედებას.

 

პოკაზუხა დაქირავებული "ლედი"-აგენტების ქცევა უფრო მისაღებია?

 

აბა, სად არის სანდრა, სად არის თუნდაც მარგველას ცოლი?

 

ნუნუკა გინდათ მაინცდამაინც უკრაინის ომის დროს გამოვიდეს და საჯაროდ ილაპარაკოს? სხვა მიზეზი ვერ მოუძებნეთ?

და დიახ, უკრაინელ ბავშვებთან მათი შვილები გამოჩნდნენ. რა ნახეთ ამაში უარყოფითი?

 

ასევე: მეჰრიბან ალიევას როცა ადარებთ, ხომ წარმოგვიდგენია, ქვეყნის მეორე პირად რომ დაენიშნა ირაკლის (როგორც ალიევმა ჩაიდინა "გმირობა"), მაშინ რას იტყოდით? სახელმწიფო გადატრიალებას მოაწყობდით!

 

და დიახ. როშენის შოკოლადი.

აბა რა უნდა გაეგზავნათ, რუსული კანფეტი თუ იტალიური და ბელგიური შოკოლადი ღარიბი საქართველოდან?? რას ეძებთ? თქვენ თავად რა გააგზავნეთ?? გვაჩვენეთ, გეთაყვა, რამდენი ლტოლვილი შეიფარეთ, ვის რა საქველმოქმედო ფონდი გაუხსენით. რატომ უყურებთ მმართველი პარტიის პირველ ლედის. ოპოზიცია მხოლოდ ინტრიგას ეძებთ. გვაჩვენეთ თქვენი საქმენი საგმირონია. იყავით ცოტა კონსტრუქციულები. არანაკლები სახსრები გაგაჩნიათ და იქნებ გეზრუნათ რამდენიმე ლტოლვილ ბავშვზე მაინც? მოგვეცით სათნოების მაგალითი, გელით!

 

პ.ს. ნუნუკას ჩემი დაცვა ნამდვილად არ სჭირდება, გადასარევი ადამიანია და ვერანაირად ვერ შეეხება თქვენი ბანძი "რეპორტაჟი". მაგრამ ჩემთვის პოლიტიკა და პირადი ურთიერთობები ორი განსხვავებული თემაა, უკვე ვიცი, ინბოქსში რას მომწერთ მავანნი

right_banner right_banner
არქივი
right_banner