logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: დღეს ყველამ გაიგო, რომ საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინას 6 კი არა, უმაღლესი - 12 ქულა დაუწერა!
- +

15 მაისი. 2022. 21:13

 

 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი და ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

 

“წუხელ რამდენიმე სულ განათლებულმა და ბევრმა სულ წაწყმედილმა "ევროვიზიის" კონკურსზე საქართველოს ეროვნული ჟიური ათრია, - უკრაინას 6 ქულა რატომ დაუწერაო!

 

უფრო მეტიც, - გვარები გამოაქვეყნეთ, სათითაოდ უნდა ჩამოვატყაოთ ბლაგვი დუქარდითო!

 

წუხელვე გამოქვეყნდა საზოგადოებრივი მაუწყებლის ოფიციალური განმარტება, რომ არასწორი ინფორმაცია გავრცელდა და სინამდვილეში საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინას 12 ქულა დაუწერა!

 

იმ რამდენიმე სულ განათლებულმა და ბევრმა სულ წაწყმედილმა ეს განმარტება არ შეიმჩნია!

 

დღეს ყველამ გაიგო, რომ საქართველოს ეროვნულმა ჟიურიმ უკრაინას 6 კი არა, უმაღლესი - 12 ქულა დაუწერა!

 

(ასევე შევიტყვეთ, რომ მსგავსი გაუგებრობა მოხდა აზერბაიჯანთან დაკავშირებითაც!)

 

არ მინახავს, დღეს, როცა ყველაფერი გაირკვა, რას ამბობენ ის სულ სწრაფი სულ განათლებულები და სულ წაწყმედილები!

 

P.S. ვიცი, რომ სულსწრაფი, სულგანათლებული და სულწაწყმედილი ერთად იწერება”- წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner