შვედეთში ნატოში გაწევრიანების შესახებ გეგმების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველმა პარტიამ მიიღო. „სოციალ-დემოკრატების“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია: „სოციალ-დემოკრატები“ იმუშავებენ იმისთვის, რომ ნატომ შვედეთის განაცხადი დააკმაყოფილოს“.
თავის მხრივ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არა რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული, არამედ შვედეთისთვის საუკეთესო ნაბიჯია.
მანამდე ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატოს წევრობაზე განაცხადს წარადგენს.