logo_geo
eng_logo
შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს გააკეთებს
- +

15 მაისი. 2022. 22:35

 

 

შვედეთში ნატოში გაწევრიანების შესახებ გეგმების შესახებ ოფიციალურად განაცხადეს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, შესაბამისი გადაწყვეტილება ქვეყნის მმართველმა პარტიამ მიიღო. „სოციალ-დემოკრატების“ მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია: „სოციალ-დემოკრატები“ იმუშავებენ იმისთვის, რომ ნატომ შვედეთის განაცხადი დააკმაყოფილოს“.

თავის მხრივ, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება არა რუსეთის წინააღმდეგ გადადგმული, არამედ შვედეთისთვის საუკეთესო ნაბიჯია.

მანამდე ფინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ნატოს წევრობაზე განაცხადს წარადგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner