logo_geo
eng_logo
ნიკა გვარამიას 3 წელი და 6 თვე მიუსაჯეს
- +

16 მაისი. 2022. 10:25

 

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, კახა დამენიასა და ზურაბ იაშვილის ბრალდების საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა.

 

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ნიკა გვარამიას სამი წლისა და ექვსი თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და ის სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ იაშვილი გამართლდა. გაუქმდა მის მიმართ გირაო. ასევე, მოიხსნა ქონებაზე დადებული ყადაღა.

 

რაც შეეხება კახაბერ დამენიას, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება გადაკვალიფიცირდა სსკ-ის 220-ე მუხლით და ცნობილ იქნა დამნაშავედ. დამენიას ჯარიმის სახით 50 000 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.

 

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

 

მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა.

 

პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, ასევე „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა. გამოძიება ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. „რუსთავი-2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას კი ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედება ბრალად. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავებიან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner