„აზოვსტალის“ დამცველების გადასარჩენად ჩართულია ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია და პრაქტიკულად, მსოფლიოს ყველა ლიდერი, მაგრამ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თანხმობას არ იძლევა“, – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა განაცხადა.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის თქმით, ქვეყნის ხელისუფლება ბევრს აკეთებს „აზოვსტალის“ დამცველების გასათავისუფლებლად, მაგრამ ეს არის სამხედრო ოპერაცია და მისი დეტალების გამჟღავნება შეუძლებელია.
მალიარის განცხადებით, ქარხანაში სამხედრო ოპერაციისა და ბლოკადის განხორციელება რომ შესაძლებელი ყოფილიყო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამას აუცილებლად გააკეთებდნენ.
მისივე თქმით, პარალელურად განიხილება და მუშავდება სხვადასხვა გეგმები, მაგრამ ეს არის სამხედრო გეგმები.
„ჩვენ შევძელით ამის გულწრფელად თქმა ახლობლებისთვის, რადგან მათ აქვთ ამის ცოდნის უფლება. კითხვების უმეტესობა, იმედი მაქვს, რომ წაშლილია. იმიტომ, რომ ის წინადადებები, რომლებიც ძალიან გავრცელებულია საზოგადოებაში – მოდი, გავაკეთოთ ეს, მოდი გავაკეთოთ ის – რეალურად უკვე გაკეთდა, უბრალოდ, პუტინი არ იძლევა თანხმობას, რომ ჩვენ გავათავისუფლოთ ჩვენი აზოვსტალის დამცველები. ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ გადავარჩინოთ აზოვსტალის ჩვენი დამცველები, რომლებიც დღეს რეალურად ფარავს უკრაინის ბევრ რეგიონს, რადგან მარიუპოლის დაცვა რუსული ჯარის დიდი რაოდენობის კონცენტრირებას იწვევს, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან უკრაინის სხვა რეგიონებში“, – თქვა მალიარმა.