logo_geo
eng_logo
„ლიბერთის“ ახალი ინიციატივა რეგიონებში - „ბიზნეს დიალოგი“
- +

16 მაისი. 2022. 11:36

 

 

„ლიბერთიმ“ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრების სერია „ბიზნეს დიალოგი“ დაიწყო. პირველი შეხვედრა კახეთის რეგიონში გაიმართა და „ლიბერთი“, პარტნიორებთან ერთად, აგრო და ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა.

 

„ბიზნეს დიალოგის“ მოწვეული სპიკერები იყვნენ „ლიბერთის“, სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA),  სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და New Vision დაზღვევის წარმომადგენლები, რომლებმაც ისაუბრეს სოფლის მეურნეობისა და მცირე ბიზნესის განვითარებისთვის არსებულ ყველა იმ შესაძლებლობებზე, რაც დღეს ხელს შეუწყობს მოქმედ კომპანიებს, კიდევ უფრო გაზარდონ საკუთარი ბიზნესი. 

 

„ლიბერთის“ ახალი ინიციატივა „ბიზნეს დიალოგი“ წარმოადგენს  რეგიონალური შეხვედრების სერიას, რომლის ფარგლებში, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, საქართველოს ყველა რეგიონში შევხვდებით აგრო, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს.

 

„ლიბერთის“ ახალი სტრატეგია - პორტფელის დივერსიფიკაციას, ახალი სეგმენტების მოზიდვას და მომხმარებელზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შექმნას ითვალისწინებს.  შესაბამისად, მნიშვნელოვანია ღია დიალოგის ფორმატში ვესაუბროთ მათ, გავიგოთ მათი საჭიროებები და ასევე, დავანახოთ მათ შესაძლებლობები. ასეთი შეხვედრები „ლიბერთისთვის“ ახალი ფორმატია ბიზნესის ხელშეწყობისა და მათთან მჭიდრო თანამშრომლობის მიმართულებით“, -  განაცხადა „ლიბერთის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა ვაჟა მენაბდემ.

 

„ლიბერთი“ „ბიზნეს დიალოგის“ შეხვედრებს,  მთელი ზაფხულის განმავლობაში  საქართველოს ყველა რეგიონში გამართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner