logo_geo
eng_logo
გორდან გრილიჩ-რადმანი: მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას, მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ ქვეყნებს, რომლებიც ევროპულ პერსპექტივას ელოდებიან
- +

16 მაისი. 2022. 11:42

 

 

„ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას. მკაფიო გზავნილი უნდა გავუგზავნოთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ევროპულ პერსპექტივას ელოდებიან“, – ამის შესახებ ხორვატიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდან გრილიჩ-რადმანიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე განაცხადა.

 

მისივე თქმით, საჭიროა ზეწოლის გაძლიერება რუსეთზე, რათა შეაჩეროს აგრესია.

 

„რეგიონი მრავალი გამოწვევის წინაშეა. უკრაინაში ომს აქვს უარყოფითი გავლენა და უარყოფითი შედეგები. დღეს ჩვენ გვჭირდება ძლიერი გზავნილი, რომ მხარს ვუჭერთ დასავლეთ ბალკანელი პარტნიორების ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. აუცილებელია, დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ალბანეთთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან და წინსვლა კოსოვოსთან ვიზა-ლიბერალიზაციის კუთხით. სამწუხაროდ, უკრაინაში ჩვენ ვხედავთ მეტ განადგურებას, მსხვერპლს. შესაბამისად, საჭიროა ზეწოლის გაძლიერება რუსეთზე, რომ შეაჩეროს აგრესია. ხორვატია მხარს უჭერს სანქციების პაკეტს. ხორვატიას შეუძლია, უზრუნველყოს ენერგოუსაფრთხოება თავისი გეოსტრატეგიული პოზიციებიდან და ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირის გაფართოებას არა მხოლოდ დასავლეთ ბალკანეთის მიმართულებით. ეს ჩვენი უშუალო სამეზობლოა. ჩვენ უნდა გავუგზავნოთ მკაფიო გზავნილი იმ ქვეყნებს, რომლებიც ელოდებიან ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ უნდა მოვახდინოთ დომინოს ეფექტის პრევენცია მესამე ქვეყნებიდან“, – განაცხადა გორდან გრილიჩ-რადმანიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner