logo_geo
eng_logo
უმრავლესობა "ცენტრისტების" გაუქმების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
- +

14 აგვისტო. 2016. 16:07


ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ საარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით "ცენტრისტების" შეხედულებები და დაპირებები საქართველოს სახელმწიფოებრიობას ეწინააღმდეგება.


აღნიშნულთან დაკავშირებით  ვოლსკი შეფასებას facebook-ის პირად გვერდზე აკეთებს.


პოლიტიკური გაერთიანება "ცენტრისტების" სარჩევნო რეკლამასთან დაკავშირებით, ამ პარტიის შეხედულებები და დაპირებები, რომელიც მათ საარჩევნო კლიპებში ჟღერდება, არამხოლოდ მიუღებელია ჩვენთვის, არამედ ეწინააღმდეგება საქართველოს სახელმწიფოებრიობას

 

ეს არის მოღალატეობრივი რიტორიკა, რაც ცხადია ჩვენ საზოგადოების მხრიდან მიღებული არ იქნება. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მსგავსი შინაარსის მოწოდებები. პარტიის კამპანიიდან მოხსნაზე მოთხოვნა არ დააკმაყოფილა სასამართლომ და ახლა მხოლოდ ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებაა შესაძლებელი

 

ამიტომ, ჩვენ ვიყენებთ კანონით მონიჭებულ უფლებას, რომლის თანახმადაც დეპუტატების 1/5- შეუძლია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს პარტიის რეგისტრაციის მთლიანად გაუქმება - და მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. მოვუწოდებთ სხვა პოლიტიკურ ძალებს შემოუერთდნენ ამ ინციატივას",- წერს გიორგი ვოლსკი.


შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ბედუკაძისა და ხაჩიშვილის ახლადდაფუძნებული პარტიის "ცენტრისტების" სარეკლამო რგოლი გადის. რგოლში ნათქვამია, რომ რუსულ სამხედრო ბაზებს დააკანონებენ, ასევე ამომრჩეველს ორმაგ მოქალაქეობასა და რუსულ პენსიას - 400 ლარს სთავაზობენ. სარეკლამო რგოლი საზოგადოებრივ მაუწყებელზე უფასო პოლიტიკური რეკლამის ნაწილში გადის.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner